ქართული კულტურის საღამოს 8 დეკემბერს, დიუსელდორფის „Pepella Events“ დარბაზი უმასპინძლებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საღამოზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ „ის , რაც მსოფლიოსთვის – ახალი აღმოჩენა, ჩვენთვის კი ჩვენი იდენტობის ნაწილია“.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული სამზარეულო, ასევე შესრულდება ქართული მუსიკა და პოეზია. „სტუმრებს შეუძლიათ აღმოაჩინონ მეღვინეობის უძველესი კულტურა – სახელწოდებით “ღვინის აკვანი” – მისი ისტორია და ქართული ღვინის წარმოების უნიკალური მეთოდები“ – ამბობენ საღამოს ორგანიზატორები.