29 ნოემბერს ნიდერლანდების სამეფოში ევროპული თეატრების კონვენციის გენერალურ ასამბლეა გაიმართა, სადაც ხელი მოეწერა დოკუმენტს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის გაერთიანებაში გაწევრიანებაზე.
შეხვედრას ესწრებოდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი. როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, კონვენციაში გაწევრიანება ქართული თეატრისთვის ნიშნავს ევროპულ ასპარეზზე პირდაპირ გასვლას, კონვენციაში შემავალ თეატრებთან ურთიერთობას, საერთაშორისო ფესტივალებზე მიწვევასა და ევროპის თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას.
ევროპული თეატრის კონვენცია 1988 წელს დაარსდა და მასში 20-ზე მეტი ქვეყნიდან 40-მდე თეატრალური დასია გაწევრიანებული.