27 ნოემბერს ქალაქ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ორგანიზაცია Georgica e.V.სთან თანამშრომლობით გაიმართა ფილმის ,,Mein Papa, der Mönch“ ჩვენება.
ფილმში ასახულია ლომისის წმინდა გიორგის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, რომელიც დედა ბარბარემ და მამა იოანემ საკუთარი სახსრებით რამდენიმე წლის წინ დაარსეს. დასასრულს ფილმის შესახებ დისკუსია გაიმართა.