სლოვაკეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოსა და სლოვაკეთის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ბრატისლავის ფილარმონიაში წინასაშობაო კონცერტი და მიღება გაიმართა.
კონცერტში ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები – ნიუ-იორკის ჯულიარდის საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიის კურსდამთავრებული, დავით ალადაშვილი და ანსამბლი „კვინტესენსი“ მონაწილეობდნენ.
დავით ალადაშვილი ახალგზარდა ქართველი პიანისტია, რომელიც უკვე გახდა მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსს გერმანულმა მედიამ “ემოციური და სცენისთვის დაბადებული ვირტუოზი უწოდა.
ბრატისლავაში გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ სლოვაკეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი პიანისტისა და მუსიკოსების შესრულებამ მსმენელთა დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია.კონცერტის შემდეგ გაიმართა მცირე მიღებაც, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.