რეგენსბურგის თანამედროვე ცეკვის ფესტივალზე, გერმანიაში არსებული ქართული ცეკვის თეატრის ,,სოსანი” სპექტაკლის პრემიერა შედგა.
სპექტაკლში ,,კოდი“ გაერთიანებულია ტრადიციული ქართულ სიმბოლიკა და თანამედროვეობა. “სოსანი – არტ ზონა”-ს ხელმძღვანელმა და ქორეოგრაფმა თეა სოსანმა ქართულ ხალხურ მუსიკას, ქართული ცეკვის ელემენტებსა და თანამედროვე ქორეოგრაფიას თავი ერთ დადგმაში მოუყარა.
“სოსანი – არტ ზონა”, ქართულმა წყვილმა თეა მამუკელაშვილმა და გიორგი სოსანაშვილმა (,,სოსანი“ მათი შემოქმედებითი ფსევდონიმია) 2013 წელს შექმნა გერმანიაში. ის სამი ნაწილისგან შედგება: “სოსანი – ცეკვის თეატრი”; “სოსანი – თანამედროვე ცეკვის აკადემია” და “ექსპერიმენტალური პროექტების ზონა”. წყვილი განსხვავებული სათეატრო ფორმებით, ექსპერიმენტალურ პროექტებს ქმნის.