5 დეკემბერს პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში, საერთაშორისო ფონდ “SOS Talents”-ის საშობაო გალა კონცერტი გაიმართება.
გალა კონცერტში, ცნობილი ქართველი პიანისტის – ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე ახალგაზრდა ტალანტია.
ფონდი “SOS Talents”-სი 2000 წელს, ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა მიშელ სონიმ დაარსა. ფონდის ძირითადი მიზანია ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა, მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარება.
საზეიმო საღამო ტრადიციულად მარსელ დასოს ოჯახისა და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის მხარდაჭერით იმართება. წელს კონცერტი მიეძღვნება ნიკოლ დასოს (Nicole Dassault) ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარდგებიან სხვადასხვა ეროვნების ვირტუოზი პიანიტები, რომლებიც ფონდ „სოს ტალენტსის“ ლაურეტები არიან.
“SOS Talents”-ის ქართველი მონაწილეები