ჩეხეთის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ანანო კეკელიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
პრეზენტაციას, რომელიც ქვეყნის ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა, ჩეხეთის ტურისტული სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ,გენადი არველაძემ და ჩეხეთის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ, მარტინა ტაუბეროვამ.