საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ვარშავაში გაიმართა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “TT Warsaw”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15 ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ.
ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთი-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 40-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ორგანიზაცია მონაწილეობს.