ქართველმა პიანისტმა, ირმა გიგანმა საფრანგეთში გამართულ პიანისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე “Les Etoiles du piano – ფორტეპიანოს ვარსკვლავები” ლაურეატის წოდება მოიპოვა. მას „კონკურისის აღმოჩენა” უწოდეს.
ირმა კონკურსის სამ ტურზე სოლო პროგრამით წარსდგა და ჟიურისა და მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
“ირმა გიგანს ბავშვობიდან უწოდეს „პატარა მოცარტი“, ხშირად ხდება, რომ ბავშვობაში მიღწეული წარმატებები ასაკთან ერთად ქრება, მაგრამ ირმა გიგანი იმ იშვიათ ხელოვანთა რიგშია, რომლებმაც განავითარეს საკუთარი ნიჭი და აღქმა რაღაც უხილავ განზომილებაში გადაიყვანეს“ – წერს მუსიკათმცოდნე მაია გოგორიშვილი.
23 წლის ირმა გიგანი 2003 წლიდან უკრავს ფოტეპიანოზე და ამ დრომდე მრავალი საერთაშორისო თუ თუ ქართული კონკურსის გამარჯვებულია.