ოდესის მაქსიმ გორკის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში, ოდესაში საქართველოს საკონსულოსა და ქართველი ბიზნესმენების ინიციატივით, უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის პატივსაცემად, სამახსოვრო სიმბოლო – მონუმენტი „ვაზი“ გაიხსნა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეები და სტუმრები საქართველოს საკონსულოს ესტუმრნენ, სადაც გაიმართა მასტერ-კლასი ქართული სამზარეულოს შესახებ. (Грузинська національна кухня).
აღნიშნული მასტერ-კლასი გაიმართა ,,Ukrainian South Chef Association“-ის დამფუძნებლისა დიმიტრო იაიცკოსა და შეფ მზარეულის თემურ ფარცვანიას პროქტის ფარგლებში.
ღონისძიებას აშუქებდნენ სხვადასხვა მასმედიის წარმომადგენლები.