ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების განხორციელება დაიწყო. ფრენებს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარის“ (Ryanair) შემდეგ, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარიც“ (Wizz Air) იწყებს.
ბოლონიის მიმართულებით რეისებს Wizz air კვირაში ორჯერ ასრულებს.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2020 წლიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას, ნიცას და კიოლნს ამატებს.
ბოლონიის რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.