გიორგი კეკელიძის “თომას ზღაპრების” ფრანგული პრეზენტაცია – ღონისძიება პარიზში გაიმართება.
გიორგი კეკელიძის “თომას ზღაპრების” პერსონაჟი თომაა, პატარა ჯუჯა, რომელშიც უფროსი თუ ბავშვი საკუთარ თავს აღმოაჩენს… ზღაპრების ახალი წიგნი იმ საბავშვო ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომელთა წაკითხვა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია.
“თომას ზღაპრებით” შედგა, ქართველი ეროვნული ბესტსელერი „გურული დღიურების“ ავტორის, გიორგი კეკელიძის, როგორც მეზღაპრის დებიუტი.