ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთს ესტუმრა. მათ ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე სოფელში ქართული წიგნები ჩაიტანეს.
წელიწადში სამჯერ ჩვენი გუნდი სწორედ ამ მისიით ეწვევა თურქეთს. ამჯერად ოთხ ადგილს ვესტუმრეთ- ბორჩხას, მურღულს, მაჭახელას, იუსუფელს.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგზურს, მეგობარსა და პარტნიორს – გიორგი ირემაძეს“ – წერს გიორგი კეკელიძე ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.