”გემოს საიდუმლო არის ქართული სამზარეულოს უნიკალურობა და მრავალფეროვნება” – ასე ეხმაურება ჩეხური გამოცემა, “Centrumstromovka” პრაღაში ქართული რესტორნის გახსნას და მკითხველს მის მფლობელთან მცირე ინტერვიუსაც სთავაზობს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჩეხეთში ქართული ხაჭაპურის გასინჯვა მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შესაძლებელი. ავტორი მკითხველს ხაჭაპურის მომზადების წესსაც უზიარებს – მისი ინტერესის სფეროს მეგრული, იმერული და აჭარული ხაჭაპური წარმოადგენს. პირველ ორს ავტორი ყველის ტორტს, ხოლო აჭარულ ხაჭაპურს ნავს უწოდებს და მკითხველს მოუწოდებს, აუცილებლად გასინჯოს „ზაფხულის გემო საქართველოდან“.