“ემიგრანტების ცრემლებზე დგას დღეს საქართველო” – ვიდეოს სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნათათო გიორგაძე ავრცელებს.
ქართველი ემიგრანტები, ქალაქ ფლორენციიდან და პიზადან მოსალოცად იერუსალიმში მამა ანდრიასთან ერთად ჩავიდნენ. ვიდეო გადაღებულია გზად, იერუსალიმიდან იორდანიაში გადასვლის დროს. ემიგრანტები ასრულებენ ჯანსუღ კახიძის სიმღერას “ჰერიო, ბიჭებო”.