საქართველოს ზამთრის კურორტების პრეზენტაცია ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე შედგა

საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენაში „GoExpo Winter 2019“.

გამოფენაზე ქართული დელეგაცია ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმყოფებოდა. მათ  სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ზამთრის კურორტების, სათხილამურო ტრასებისა და  ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ.

სამი დღის განმავლობაში გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ,არამარტო  გაცნობოდნენ საქართველოს სამთო ტურისტულ პროდუქტებს, არამედ ვირტუალური რეალობის საშუალებით ემოგზაურათ კიდეც  საქართველოში.