„საქართველოს, თავისი ხანგრძლივი ღვინის ტრადიციებით, აქვს მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების არაჩვეულებრივი პოტენციალი. ხშირად საქართველო ასოცირდება როგორც ჭაჭაზე დაყენებულ თეთრ, ასევე წითელ, საოცრად გამორჩეულ საფერავთან და კიდევ ვინ იცის ხუთასი ადგილობრივი ჯიშიდან რომელ ერთთან“ – წერს ცნობილი ბრიტანელი ღვინის კრიტიკოსი ენდრიუ ჯეფორდი, რომელიც 30 წელზე მეტია ღვინის პროფესიონალი ბლოგერია.
ღვინის კრიტიკოსი საქართველოს პორტუგალიის, იტალიისა და ხორვატიის გვერდით მოიხსენიებს, როგორც ჯიშობრივი დივერსიფიკაციის სამომავლო განძს და აქვე დასძენს, რომ ამა თუ იმ ჯიშის ვაზისაგან დამზადებული ღვინის ხარისხი დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ სად არის ის გაშენებული.