საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ საიუველირო ინდუსტრიის ერთ-ერთ გრანდიოზულ გამოფენაში Las Vegas couture show მიიღონ მონაწილეობა, რომელიც 2020 წლის 1-5 ივნისს, აშშ-ში, ქალაქ ლას-ვეგასში გაიმართება.
საერთაშორისო ღონისძიება 300-მდე მონაწილე კომპანიას და 5000-ზე მეტ ვიზიტორს აერთიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
გამოფენაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 ნოემბერია.