18 ნოემბერს ვენაში, StadtHalle-ს საკონცერტო დარბაზში „სუხიშვილებმა“ პირველი კონცერტი გამართეს.
ანსამბლი ავსტრიელი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა. ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, შესრულდა ახალი, თანამედროვე ელემენტებით დატვირთული ცეკვები.
„სუხიშვილების“ კონცერტს ავსტრიაში საქართველოს ელჩის, დავით დონდუას მოწვევით, ესწრებოდნენ ავსტრიის სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
წარმატებული სადებიუტო კონცერტის შემდეგ, ვენის საკონცერტო დარბაზი, „StadtHalle“ 2020 წლის 8 ნოემბერს კვლავ უმასპინძლებს „სუხიშვილების ეროვნულ ბალეტს“.