შაბათს 23 ნოემბერს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ‘’ახალგაზრდა ელჩის’’ და კომპანია “Riserva Grande/რიზერვა გრანდე”- ს ორგანიზებით, გაიმართება მასტერკლასი ქართულ ღვინოზე. ღონისძიებას დაესწრება 40 სომელიე.
საღამოს სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ 8 სხვადასხვა ქართველი მეღვინის ღვინო და ასევე პირადად გაეცნონ ქართული ღვინის დამზადების ტექოლოგიებს.