13, 14 დეკემბერს, კულტურის ცენტრ „მუზას” საგამოფენო დარბაზში, წინასაშობაო ღონისძიება „ხელოვნების მეჯლისი“ მოეწყობა. ღონისძიება ითვალისწინებს ქართველი მხატვრების, ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვას.
გამოფენა ეძღვნება დიდი მაესტროს მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას.
საკუთარი შემოქმედების წარდგენისთვის ყველა ხელოვანს, მისთვის გამოყოფილი სივრცე ექნება. საღამოს ცოცხალი მუსიკით გააფორმებენ. გამოფენა 13 დეკემბერს 18 საათზე გაიხსნება.