ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
ღონისძიება ჩატარდა „ქართული ღვინის აზიური ტურის“ ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ქართული ღვინის წარდგენას ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ფესტივალი უკვე გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალქ სეულში, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ფუძიანისა და სიჩუანის პროვინციებში.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის პროდუქცია და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნების, სასტუმროებო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „ქართული ღვინის აზიური ტური“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის.