საქართველოს “სამეფო ნაციონალური ბალეტი” 21 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, 23 კონცერტს ჰოლანდიაში გამართავს.
ანსამბლის მორიგ კონცერტს 17 ნოემბერს სამხრეთ ჰოლანდიის ქალაქმა გაუდამ უმასპინძლა.
„სამეფო ნაციონალური ბალეტის“ დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ბალეტმეისტერი საქართველოს 2000 წლის საუკეთესო მოცეკვავე და ღირსების ორდენის კავალერი, გელა ფოცხიშვილია.
თავად ანსამბლი კი თანამედროვე და ტრადიციული ცეკვების სინთეზითა და ახლებური ხედვებით გამოირჩევა.