სტატიაში „ზამთარი საქართველოში – კავკასიის მთების გულში“ საუბარია, ქართული სამთო-სათხილამურო კურორტების ტურისტულ პოტენციალსა და ინფრასტრუქტურაზე.
გუდაური, ბაკურიანი და მესტია ის ადგილებია, სადაც დასვენებასაც გამოცემა სამთო ტურიზმის მოყვარულებს ურჩევს.
„თუკი ჯერაც არ გადაგიწყვეტიათ, სად გაატაროთ ზამთრის შვებულება – გახსოვდეთ, საქართველოს ყოველთვის აქვს თქვენთვის სიურპრიზი“ – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა გუდაურს აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო სათხილამურო კურორტად მოიხსენიებს და მკითხველს დოჰადან გუდაურში მოსახვედრად მარტივ და პრაქტიკულ რჩევებსაც სთავაზობს.