23 და 24 ნოემბერს, 10.00 საათიდან 20 საათამდე, ათენში გაიმართება ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა.
საქართველოს საელჩო, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ეროვნული სტენდით. ქართულ პროდუქციას უამრავი სტუმარი დაათვალიერებს და შეიძენს.
ღონისძიება გაიმართება HELEXPO-ს საგამოფენო ცენტრში, რომელშიც საბერძნეთში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც მიიღებენ მონაწილეობას.