დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის -„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ – შესარჩევი ფაზა.
საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წევრები, გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების აღჭურვისა და ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილ პროექტებს. კომისიის წევრებმა ასევე შეაფასეს კანდიდატების მიერ, კონკურსის ფარგლებში წინასწარ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა. მეორე ეტაპზე გადასული 64-ი განაცხადიდან, კომისიამ ხმათა უმრავლესობით 29 გამარჯვებული გამოავლინა: აზერბაიჯანის რესპუბლიკა – ვასილ პაპიაშვილი; ამერიკის შეერთებული შტატები: პავლე დათუნაშვილი, თამარ კალანდია, ციცინო კაპანაძე, მანუჩარ კაჭახიძე, ირინა მიქაბერიძე, ანა კანდელაკი; ბელგიის სამეფო – მანანა ხორბალაძე; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა: მურმან კოღუაშვილი, ნინო ივარდავა, ანა ნანუაშვილი, რუსუდან ფილაური – პალუხი, ესპანეთის სამეფო: მარინე წიქორაძე, ნანა ფურცელაძე; თურქეთის რესპუბლიკა: იბერია ოზქან, ბაიარ შაჰინ; იტალიის რესპუბლიკა – ცისანა ქოთილაძე; საბერძნეთის რესპუბლიკა – დარეჯან ღამბაშიძე; საფრანგეთის რესპუბლიკა: ქეთევან ავალიანი, რატი მახარაშვილი, ზაზა ფუტკარაძე, ნინო ბჟალავა; საქართველო: ლევან გელაშვილი, გიორგი გოგელია, ნიკოლოზ ნახუცრიშვილი, ალექსანდრე სულავა, ირინა ცერცვაძე; უკრაინა: ანა კრავჩუკი; შვეიცარიის კონფედერაცია – თამარ კორძაძე.
საგრანტო პროექტის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ამოცანაა, დიასპორაზე მიმართული ინიციატივების დაფინანსების მექანიზმის შექმნის გზით დიასპორასა და სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავება.
საგრანტო პროგრამის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის, სამშობლოში დაბრუნებისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. პროგრამის გზით ხორციელდება დიასპორის წარმომადგენელთა იდეების რელიზაციის ხელშეწყობა, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის დიასპორულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას.