ირლანიაში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარზე საქართველოს წარსადგენად იწვევს. საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარი იმართება დღეს RDS Industries Hall-ში, სადაც საქართველოს საელჩო წარადგენს ქართულ კუთხეს, ღვინითა და ქართული ტრადიციული კერძებით.
საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარი ყოველწლიურად ტარდება დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით და ეხმარება საქველმოქმედო ორგანიზაციებს ფონდის მოძიებაში.