23 ნოემბერს, ვენაში გაიმართება “გაეროს ქალთა გილდიის ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზარი”, რომელზეც საქართველოს საელჩო ქართული კუთხით იქნება წარმოდგენილი.
საქველმოქმედო ბაზარზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება მოინახულოს და შეიძინოს ქართველი ხელოვანების ნამუშევრები.
გაერო-ს ქალთა გილდიის საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენას მრავალწლიანი ტრადიცია აქვს და ათასობით სტუმარს მასპინძლობს. გილდია მთელი წლის განმავლობაში შეგროვილი და აღნიშნულ ფესტივალზე შემოსული თანხებით, აფინანსებს საქველმოქმედო პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.