„8 დღე საქართველოში: წიგნი მართლმადიდებლურ სამყაროში მომლოცველობის შესახებ“ შვედმა ავტორმა, კარლ ანდერს ბრაითოლცმა დაწერა.
მან შვედეთის ეკლესია ექვსი წლის წინ დატოვა და მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი გახდა. ამის შედეგ მოიარა და მოილოცა საქართველოსა და ათონის მთაზე არსებული ეკლესია- მონასტრები. წიგნი მოგზაურობების დროს მიღებული მისი შთაბეჭდილებებისა და ეკლესია-მონასტერთა ისტორიული ექსკურსის ნაზავია.
ბრაითოლცის წიგნის პრეზენტაციას 22 ნოემბერს დანიის სამეფოში საქართველოს საელჩო უმასპინძლებს.