თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ, რომელშიც არქეოლოგებთან ერთად, სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას, კვიპროსზე ქართული მონასტრების ნაშთებს მიაკვლია.
მათივე ინფორმაციით, სოფელ სოფტადესში აღმოჩენილი ნაეკლესიარი, რომელიც V-VI საუკუნეებით თარიღდება, კუნძულ კვიპროსზე ქართველი ბერების მოღვაწეობას უკავშირდება.
ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია რომაული ხანის ქანდაკება და კერამიკული ფრაგმენტი, რომელიც ძვ.წ XII-VII საუკუნეებით თარიღდება.
კვიპროსზე ქართული ექსპედიცია 2016 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნულ ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო.