საქართველოს საელჩომ ნიდერლანდების სამეფოში ტილბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს უმასპინძლა.
შეხვედრა უნივერსიტეტის საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. პროგრამის „ერთი დღე ჰააგაში“ ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და საელჩოებს და გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას.
შეხვედრის დროს, საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, საქართველოში მიმდინარე რეფორმების, უსაფრთხოების, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და ამ კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, როგორიცაა სიცოცხლის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლებების დარღვევები და ა.შ.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებსა და ტურისტულ პოტენციალზე.