ანსამბლმა “მერანმა” ბელგიაში კონცერტი გამართა. საღამოზე ქართული სიმღერები შესრულდა. ,,მერანი“ ჰოლანდიელი მომღერლებისაგან შემდგარი ანსამბლია. მისი წევრები ასრულებენ როგორც ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებს ასევე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ მელოდიებსაც.
ანსამბლის შექმნის იდეა, რამდენიმე წლის წინ მუსიკოს ქეთევან წიკლაურს გაუჩნდა, რომელმაც ივო ბოსვაიკთან ერთად, ჰოლანდიელი მომღერლებისაგან შემდგარი ანსამბლი ჩამოაყალიბა.
2018 წლის ოქტომბერში “მერანმა” საქართველოში კონცერტები გამართა. ქართული საზოგადოების წინაშე თბილისში, ქუთაისსა და მარნეულში წარსდგა. 2020 წელს, ანსამბლი კვლავ გეგმავს საქართველოში მოგზაურობას და კონცერტების გამართვას.
,,დედა მოგიკვდესა”- თუშური სიმღერა-დატირება