ქართველ მომღერალთა ტრიო „ტაო“ ქართული კულინარიის დღეების ფარგლებში, ქალაქ ფრაიბურგში გაემგზავრა. გერმანიაში ტრიო ოთხ კონცერტს გამართავს და სტუმრებს ქართულ ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს შესთავაზებს.
კულინარიის დღეები ქალაქ ფრაიბურგის რესტორან ‘’SCHILLER”- ში გაიმართება.
ტრიო „ტაო“ მგალობელთა გუნდის ,,ტაო“ ბაზაზე დაარსდა. მისი ხელმძღვანელია ბესიკ მახათაძე, წევრები ზუკა ავაგუმაშვილი და ბექა ხუციშვილი არიან.