შვედეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, საბინა ჭანტურიამ, პროდიუსერ კევინ ჯერვისთან ერთად, ლოს ანჯელესში, ახალი სიმღერა ‘’Fire and Flame’’ ჩაწერა, რომელმაც შვედეთში მალევე მოიპოვა პოპულარობა.
სიმღერის კლიპი ლოს ანჯელესში, ცნობილ სტუდია ‘’Studios 60’’ – შია გადაღებული, სადაც თავის დროზე, ისეთმა ცნობილმა მომღერლებმა გადაიღეს კლიპები, როგორებიც არიან: ლანა დელ რეი, ჯანეტ ჯექსონი, არიანა გრანდე და სხვები. საბინას ფანებს ამ სიმღერის მოსმენა შვედეთის ტელე და რადიო არხების გარდა ბრიტანეთის რადიოში ‘’Belter RadiO’’ შეუძლიათ.
საბინა ჭანტურია უახლოეს მომავალში კონცერტებს ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში გამართავს.