12 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რომის ლიტერატურულ სახლში, პოეზიის ანთოლოგიის „როცა ქვეყნებს სძინავთ – 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ პრეზენტაცია და ანთოლოგიაში შემავალ პოეტებთან შეხვედრა გაიმართა.
პრეზენტაციას რომში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები და იტალიელი სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიების დამსწრეებს საკუთარი ლექსები წაუკითხეს ცნობილმა ქართველმა პოეტებმა ეთერ თათარაიძემ, ელა გოჩიაშვილმა, ეკა ქევანიშვილმა, მანონ ბულისკერიამ და იტალიელმა პოეტმა ანიტა პისკაციმ.
ლექსები იტალიურად და ქართულად, იტალიაში მოღვაწე ცნობილმა მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ თარგმნა, მანვე შეადგინა პოეტური ანთოლოგია და სტუმრებს მის მიერ თარგმნილი ლექსები გააცნო.