ახალგაზრდა ქართველმა ჰოკეისტმა თემურ ვედიაპინმა გზა ყინულის ჰოკეის მექაში – კანადაში გაიკვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის წევრი, პირველი ქართველი ჰოკეისტია, რომელმაც კანადის ყინულის ჰოკეის ახალგაზრდული ლიგის გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.
მანივაკის Gino-Odjick-ის არენაზე „Maniwaki Mustangs“ კვებეკის კიდევ ერთ ახალგაზრდულ გუნდს le Bécard de Senneterre-ს შეხვდა. მატჩის დაწყებამდე თემურ ვედიაპინი ოფიციალურად წარუდგინეს შეკრებილ გულშემატკივრებს. მის საპატივცემულოდ შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
ქართველი ჰოკეისტის საგულშემატკივროდ ოტავადან მანივაკიში ჩავიდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. მათთან ერთად მატჩს დაესწრო კანადელი მწვრთნელი პატრიკ ფრეიზერი, რომელიც ჯერ კიდევ 2006-2008 წლებში საქართველოში წვრთნიდა დამწყებ ქართველ ჰოკეისტებს, მათ შორის, თემურ ვედიაპინს.