საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თამარ ლორთქიფანიძის ორგანიზებით, პოლონეთის დედაქალაქში ქართული სამზარეულოს მასტერკლასი გაიმართა.
მასტერკლასში, რომელიც თამუნა კილაძემ ჩაატარა, 25 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო.
მონაწილეებს პირველ ეტაპზე ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადება შეასწავლეს.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
როგორც საელჩოს წარმომადგენლები ამბობენ, მსგავსი ტიპის აქტივობები რეგულარულ სახეს მიიღებს და სხვა დაინტერესებულ პირებსაც ექნებათ საშუალება, უკეთ გაეცნონ საქართველოს გასტრონომიულ კულტურას.