ცნობილი პოლონური გამოცემა podroze.gazeta „ქართული ბუნების 5 საოცრების შესახებ“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გაზეთის ხუთეულს ოკაცესა და მარტვილის კანიონები, თრუსოს ხეობა, პრომეთეს მღვიმე და მცხეთის ისტორიული ნაწილი შეადგენს.
„ჩემს ბევრ მეგობარს უყვარს საქართველო. მათი მონათხრობის გამო, ყოველთვის მინდოდა საკუთარი თვალით მენახა ეს ქვეყანა, მინდოდა იქ წასვლა. საბოლოოდ, შევძელი ამ გეგმის განხორციელება და გიზიარებთ ხუთი საოცარ ადგილს, სადაც აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ – წერს სტატიის ავტორი, ნატალია სვირუბსკა და მკითხველს თითოეული ამ ადგილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
ნატალია სვირუბსკა ცნობილი მოგზაური ბლოგერია, რომელმაც საქართველოს შესახებ პირველი სტატია გასულ წელს, ბათუმიდან დაწერა.