„კავკასიის დღის“ ფარგლებში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ცეკვის მასტერკლასსა და კულინარიულ შეჯიბრში, დააგემოვნონ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.
ფესტივალის მეორე ნაწილი ოფიციალურ სემინარებსა და სადისკუსიო პანელებს დაეთმობა, სადაც განხილული იქნება კავკასიის კულტურა და საქართველოსა და სომხეთის ტურისტული პოტენციალი. დასასრულს დაგეგმილია ქართულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის კონცერტიც.
ფესტივალზე ასევე უჩვენებენ მარიამ ხაჭვანის ფილმს „დედე-სვანური ბალადა“, რომელიც მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.
„კავკასიის დღე“ ქართულ-სომხური ასოციაციისა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს ურთიერთთანამშრომლობით წელს პირველად აღინიშნება.