გერმანიის მწერალთა კავშირი 15 ნოემბერს იუბილეს ზეიმობს და ლიტერატურულ მარათონს აწყობს, რომელშიც ქართველი მწერალი და მთარგმნელი, ირმა შიოლაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
გერმანიის მწერალთა კავშირი 1969 წელს ჰაინრიხ ბიოლმა დაარსა, 50 წლის იუბილეს ფარგლებში კი დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, რომელშიც გერმანელი და უცხოელი ავტორები მონაწილეობენ.
ქართველი მწერალი და მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი 1999 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს და წლების მანძილზე ბონის რეგიონალური რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვება გადაცემას ქართულ კულტურაზე.