9 ნოემბერს ანსამბლმა „ჩვენებურებმა“ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში ფოლკლორული მუსიკის საღამო გამართა.
„ჩვენებურებისა“ და ლელა ნაყეურის ტურნე, სახელწოდებით „კავკასია“ ევროპის 4 და აზიის 1 ქვეყანაში 13 კონცერტს მოიცავს.
ანსამბლი გასტოლის ერთადერთ აზიურ პერფორმანსს 14 ნოემბერს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში გამართავს. „ჩვენებურები“ სოლო კონცერტით აზიის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალზე წარსდგებიან, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.
„კავკასია“ 24 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დასრულდება.