გერმანიის ქალაქ ოფენბახში ქართული კაფე, სახელად „გემო“ გაიხსნა. კაფის სტუმრებს კვირის ნებისმიერ დღეს შეეძლებათ როგორც ქართული კერძების, ასევე ტკბილეულისა და ღვინის დაგემოვნებაც.
ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსთან ერთად, კაფე ბავშვობის გემოებს გაახსენებს ოფენბახში მცხოვრებ ქართულ დიასპორას – ნაყინი ჭიქით, „ჩიტის რძე“ და ე.წ „პონჩიკები“ ნოსტალგიურ შტრიხებს შეიტანს „გემოს“ მენიუში.
„გემო“ პირველი ქართული კვების ობიექტია მაინის ოფენბახში და როგორც მისი მფლობელები ამბობენ, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადგილობრივებისათვის ქართული სამზარეულოს გაცნობა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.