როგორც ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, გაზრდილია როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ტურისტების რაოდენობა.
2019 წლის 10 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებს 1 130 400 ტურისტი ეწვია. ვიზიტორთა 49% – ქართველი, ხოლო 51% უცხოელი იყო.
განსაკუთრებით პოპულარულ მარშრუტთა შორის ყაზბეგის ეროვნული პარკი, პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი ლიდერობენ.
სიაში მოხვდა ოკაცეს ჩანჩქერიც, რომელიც ვიზიტორებისათვის 2019 წელს გაიხსნა. ჩანჩქერზე ასევე ფუნქციონირებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ყველაზე გრძელი -700-მეტრიანი ზიპ-ლაინი. ბუნების ძეგლი ვიზიტორებს მაისიდან მასპინძლობს და 6 თვეში მას 21 000 ადამიანი ესტუმრა.