თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დელეგაცია, აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ათენის უნივერსიტეტს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის სკოლის დეკანთან, პროფესორ აპოსტოლოს ნიკოლაიდისთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა არსებული თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ თანამშრომლობას, მათ შორის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თეოლოგიის პროგრამის ფარგლებში სტუდენტების გაცვლას, პროგრამების განვითარების მიზნით აკადმიური პერსონალის დახელოვნებასა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროგრამის ქართველ სტუდენტებთანაც. შეხვედრაზე ისაუბრეს ქართველი სტუდენტების ათენში სწავლებისა და მათი მიღწევების თაობაზე. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ სწავლებისა და ცხოვრების პერიოდში სტუდენტებთან მუდმივი კავშირი და მათი მხარდაჭერა.