16-23 ნოემბერს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენის მასპინძელია.
ექსპოზიცია სახელწოდებით ,,საქართველო-საბერძნეთი“ დამთვალიერებლებს ყოველდღე 11:00 – 21:00 საათამდე უმასპინძლებს.
გამოფენის ოფიციალურ გახსნასთან ერთად, შედგება დიასპორის წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძესთან.
ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს მხატვართა კავშირი და ათენის ქართული ინსტიტუტია.
გამოფენა იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ასევე საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.