ლევან გელბახიანი „European Film Award-ის“  ნომინანტთა სიაშია

ლევან გელბახიანი  საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში ”European Film Award-მა“ წარადგინა  როლისთვის, რომელიც მან ლევან აკინის ფილმში, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეასრულა.

ქართველ მსახიობს კონკურენციას  5 ნომინანტი გაუწევს, მათ შორისაა ანტონიო ბანდერასი ფილმისთვის „ტკივილსა და დიდებაში“.

ნომინირებულ ფილმებს ევროპის 25 ქვეყნის უნივერსიტეტებში უჩვენებენ და განიხილავენ, შედეგად, თითოეული უნივერსიტეტი შეარჩევს ფავორიტ ფილმს. დეკემბრის დასაწყისში უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესწრებიან სამდღიან  განსახილველ შეხვედრას, სადაც ათ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

 

ევროპული ფილმების დაჯილდოების 32-ე ცერემონიას 7 დეკემბერს ბერლინი უმასპინძლებს.