მინსკში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე „Listapad“ ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამარჯვებულთა სიაში მოხვდა.
ქართულ-შვედური კოპროდუქცია რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია და ოსკარების 92-ე ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის წოდების მოსაპოვებლად შვედეთის სახელით წარსდგება.
“And Then We Danced “- ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ მერაბისა და ირაკლის სიყვარულზე გადაღებული ფილმია, რომლის პრემიერაც მაისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.