ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, იაპონიის ქალაქ კაგოშიმაში 7 ნოემბერს გამართულ დეგუსტაცია-სემინარს, კომპანია „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.
კაგოშიმაში შეკრებილებს გააცნებს ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, მრავალფეროვანი ჯიშები და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრია. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ, როგორც პროფესიონალი სომელიეები, ასევე დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები.