პოლონეთის სახელმწიფო და საქართველოს ეროვნული არქივების თანამშრომლობის ფარგლებში და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მონაწილეობით, ვარშავის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს: ვარშავის ბიბლიოთეკის დირექტორმა- მიჰალ სტრეკმა, პოლონეთის სახელმწიფო არქივების გენერალურმა დირექტორმა- პაველ პიეტრჟიკმა, საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორმა – თეონა იაშვილმა და პოლონეთში საქართველოს ელჩმა- ილია დარჩიაშვილმა.
გამოფენის ფარგლებში შედგა ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის, დოქტორი დავით ყოლბაიას ლექციაც.