წელს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფილმების ფესტივალზე (Eastern Neighbours Film Festival) ორი ქართული ფილმია წარმოდგენილი.
7 ნოემბერს ჰააგის კინოს სახლში, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მარი გულბანის ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ ენახა. ფილმს 9 ნოემბერსაც აჩვენებენ.
ასევე, 8 ნოემბერს 19:15 საათზე და 9 ნოემბერს 21:45 საათზე წარმოდგენილი იქნება გიგიშა აბაშიძის ფილმი „მეზობლები“.
მარი გულბანის ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” პანკისში მცხოვრებ ორი ქისტი გოგონას – იმანისა და ევას- მეგობრობის ისტორიას და ხეობაში არსებულს მდგომარეობაზე მოგვითხრობს.
გიგიშა აბაშიძის ფილმის სიუჟეტი კი, იტალიურ ეზოში ვითარდება, სადაც ინვესტორი შედის და ადგილობრივებს გარკვეულ თანხას სთავაზობს, კონფლიქტი მეზობლებს შორის სწორედ აქედან იწყება.